გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უკანონო ტყითსარგებლობის 428 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის, 315 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 113 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ამავე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში.
სამართალდარღვევებიდან 24 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 103 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
ფოტო: გზდ
მასალის გამოყენების პირობები