ოქტომბერში სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 151 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში ოქტომბრის თვეში კორონავირუსით ინფიცირების 151 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, სექტემბერში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1321 - ს შეადგენდა, ჩოვიდ- 19 - ით გამოწვეული გართულებებით, 1 ადამიანი გარდაიცვალა.
გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას 1 პაციენტი გადის. ნოემბრის დასაწყისიდან, კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები