დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის "სამინისტროს" ცნობით, გაგრის რაიონში უკვე მეორე დღეა ადგილობრივ ქალს ეძებენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან 4 ნოემბერს, სოკოს საკრეფად გავიდა და სავარაუდოდ, ხაშუფსეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაკარგული ქალის ახლობლებმა მაშველებს გუშინ მიმართეს.
ქალს სპეციალურ სამსახურებთან ერთად ოჯახის წევრები და მეზობლებიც ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები