პოლიციამ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სხვა რეგიონებში იარაღის უკანონო ფლობისთვის 6 პირი დააკავა
სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. სამართალდამცველებმა გ.შ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები