წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
წალენჯიხის მერის მოადგილის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახელი მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნის. ხანძარი საღამოს საათებში გაჩნდა და დაზუსტებული მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძარი საღამოს საათებში გაჩნდა,სამწუხაროდ, სახლი მთლიანად დაიწვა,მიზეზი დადგინდება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს მუნიციპალიტეტი.თუ დადგინდა, რომ სახლი ელექტროგაყვანილობის გამო დაიწვა,ჩვენს მუნიციპალიტეტს შეუძლია 15 000 ლარით დაეხმაროს, თუმცა ყველა შესაბამისი ოქმი უნდა შედგეს.მართალია,ეს სახლს ვერ ააშენებს, მაგრამ მრავალშვილიან ოჯახს შევეხიდებით”,- უთხრა რადიო “ათინათს” წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.
ხანძრის ლიკვიდრება მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს, თუმცა ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხრდა.
მასალის გამოყენების პირობები