ზუგდიდში ბოლო ორ წელიწადში ცხოველებმა 4 ათასზე მეტი ადამიანი დაკბინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კლინიკებში, 2021-2022 წლებში, ანტირაბიული მომსახურება 4 800 პირს გაეწია, მათგან უმეტესობა ზუგდიდის მაცხოვრებელია.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიის ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია ამბობს, 2021 წელს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში 2 753 ადამიანს ჩაუტარეს, მათგან 768 თხუთმეტ წლამდეა, ზუგდიდელი კი - 2 489 პირია. გასულ წელს იგივე მომსახურება გაეწია აფხაზეთის 19 მაცხოვრებელს.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, გასული 9 თვის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებს ზუგდიდში ცხოველებისგან დაკბენილმა 2 047-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 1 832 ზუგდიდელია.
მასალის გამოყენების პირობები