სამეგრელოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. სიპონტიკოსების ცნობით, ამ დღეებში ჰაერის ტეპმერატურა 20 გრადუსზე მეტი იქნება.
ამინდის ცვლილებას ისინი 18 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან პროგნოზირებენ. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროიდან ნალექსა და ჰაერის ტემპერატურის ვარდნას უნდა ველოდოთ ბარში, მაღალ მთაში კი პარასკევ საღამოდან თოვა დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები