ახალი ამბები
საკრებულოში ზუგდიდის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი ხვალიდან დაიწყება
ზუგდიდის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად გაუგზავნა. ამის შესახებ რადიო „ათინათთან“ საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმა ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა მერიას ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დროს წერილობით გაუგზავნეს რამდენიმე ახალი ინიციატივა, განხილვებისთვის მომზადება კი ხვალიდან დაიწყება.

„ბიუჯეტის პროექტი გუშინ შემოვიდა მერიიდან,ინიციატივები ფრაქციების ნაწილს უკვე გაგზავნილი აქვს წერილობით. ხვალ გვაქვს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და იქ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება და განისაზღვრება რომელ რიცხვებში განიხილავს კომისია“, - თქვა პაპასკირმა.

სავარაუდო პროექტის მიხედვით, ზუგდიდის მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა 56 მილიონ ლარამდე იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით 8 მილიონ 800 ათასით მეტია. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნანი მიქენაიამ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დროს ისაუბრა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2024
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
27 / ნოემბერი 2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი და ასევე, კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, „ფინალურ ეტაპზეა“.
27 / ნოემბერი 2024
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაცია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.