ზუგდიდის საახალწლო გაფორმებისათვის საჭირო გასანათებელ მოწყობილობებზე, დეკორაციებსა და აქსესუარებზე მერიამ 216 077 ლარიანი
ტენდერი გამოაცხადა.
ტექნიკურ აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ შესყიდვის ობიექტებია ნეონის განათების მილები, ლედ-მანათობლები, ბოძებზე დასამონტაჟებელი დეკორატიული განათებები და სხვა.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ საახალწლო დეკორაციების მოწყობა-მონტაჟი ქალაქის ცეტნრალურ ქუჩებზე, ბულვარისა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს.
გასულ წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები