ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, ნაქირავებ სახლში
გარდაცვლილი ორი ადამიანის მეზობლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ხანდაზმულმა მამაკაცებმა ბოტანიკურ ბაღში დაკრეფილი სოკო ჭამეს, რის შემდეგადაც ინტოქსიკაცია მიიღეს და დაიღუპნენ.
მათივე ინფორმაციით, ასაკოვანი მამაკაცი, რომელსაც სახლი ჰქონდა დაქირავებული საქართველოს მოქალაქე არ არის, ის სტომატოლოგი იყო და სახლში სტუმრად მეგობარი მამაკაცი ყავდა. მეზობლები განმარტავენ რომ, ორი დღის წინ ისინი ზუგდიდის სავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული ინტოქსიკაციის ნიშნებით და დაწესებულებიდან მალევე გამოეწერნენ.
ცხედრები უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები