ზუგდიდელი დავით ქირია საფრანგეთში გამართულ შეჯიბრში მორიგ საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
ტურნირი NUIT DES CHAMPIONS ქალაქ მარსელში წუხელ, გვიან ღამით გაიმართა. კიკბოქსიორის მეტოქე ფრანგი მიკაელ პინიოლო იყო.
"ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთი ტიტული მოვიპოვეთ. ბედნიერი ვარ, რომ ღირსეულად წარვდექი ამ ტურნირზე და ვასახელე ჩემი ქვეყანა. თქვენ კი ყველას, სათითაოდ გიხდით მადლობას. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, ყველა გულშემატკივარს, ჩემს მწვრთნელებს ბაჩოს, მამუკას, ასევე ჩემს გუნდს", - თქვა დავით ქირიამ თავის ვიდეომიმართვაში.
შეჯიბრს სპორტულმა კომპლექსმა Palais des Spots-მა უმასპინძლა.
დავით ქირია არაერთი ტიტულის მფლობელია, მათ შორის კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.
მასალის გამოყენების პირობები