რადიო
"ათინათის" ინფორმაციით, პოლიციამ ზუგდიდში 1 პირი დააკავა, რომელიც გუშინ მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული.
ის, სავარაუდოდ, ასევე არასრულწლოვანია. შს სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
გუშინ, საღამოს მესხიას ქუჩაზე
15 წლის ბიჭი დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევას წინ თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ინციდენტში რამდენიმე ათეული მოზარდი მონაწილეობდა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები