მესტიაში, გვალდირში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ადმინისტრაციული შენობის აშენებაა დაგეგმილი.
სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ამისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 105 804 ლარი გამოიყო.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დაასრულოს.
ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები