ზუგდიდის ტექნოპარკისა და Smart Digital-ის ორგანიზებით, 9-12 დეკემბერს "ტექნოლოგიური კვირეული" გაიმართება.
ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიება მიზნად ახალგაზრდების ტექნოლოგიებითა და მომავლის პროფესიებით დაინტერესებას ისახავს.
"ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეულის" მონაწილეები შეისწავლიან დრონების მართვას, გაეცნობიან ელექტრო ინჟინერიის საწყისებსა და Arduino-ს მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპებს. კვირეულის ფარგლებში მოეწყობა საველე გასვლა, სადაც მონაწილეები ჩაერთვებიან დრონების მართვის პრაქტიკულ ვორქშოპში.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე დაინტერესებულ პირებს, ვისაც აქვთ მოტივაცია და სურვილი დაეუფლონ ახალ მიმართულებებს", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ
სააპლიკაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 დეკემბერია.
მასალის გამოყენების პირობები