ამერიკის საელჩომ დადიანების სასახლის აღდგენისთვის 300 000 დოლარი გამოყო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დადიანების დედოფლისეული სასახლის შენობის აღსადგენად 300 000 დოლარი
გამოყო. გრანტით გათვალისწინებულია საგამოფენო სივრცის მოწყობაც.
"დადიანების სასახლის აღდგენა იწყება!
სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას", - ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები