ონარიაში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში, სადაც ამჟამად რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ხანძარი გაჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამშველო ბრიგადა მუშაობდა, შედეგად, ცეცხლის კერების ლოკალიზება მალევე მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა შენობის ნაწილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ამჟამად აღნიშნულ შენობაში დევნილი ოჯახებიც ცხოვრობენ.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ. პირველადი ვარაუდით, ხანძარი, შესაძლოა, მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში ელექტროკაბელების აალებამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები