უკრაინაში, ბახმუტთან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლების ოჯახების სურვილი მხოლოდ ის არის,
რომ მათი ცხედრების გამოყვანა დროულად მოხერხდეს საომარი მოქმედებების ადგილიდან. ამის შესახებ მათ დღეს ჟურნალისტებს უთხრეს. ამასთან მათ სურთ, რომ დაღუპულები სამშობლოში რაც შეიძლება მალე ჩამოასვენონ, რათა ახლობლებმა მათი დატირება შეძლონ.
გუშინ ბახმუტთან კიდევ
5 ქართველი მეომარი დაიღუპა. მათგან 4 აფხაზეთიდან დევნილია. ისინი უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდანვე იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილთა შორის რამდენიმე აფხაზეთის ომშიც იბრძოდა, მათ შორის 55 წლის რომეო ფიჩხაია, რომელიც დევნილობის შემდეგ ჩხოროწყუში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 49 წლის როლანდ კვარაცხელიას ძმა კი 16 წლის ასაკში აფხაზეთში დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები