5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. გამოდარებას სინპტიკოსები ორი დღის შემდეგ ვარაუდობენ.
მათი პროგნოზით, 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები