სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულებს შორისაა მარტვილში მცხოვრები 53 წლის მოქალაქე, რომელსაც, გამოძიების თანახმად, უკანონოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ვაზნა ჰქონდა.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.თ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 1 ვაზნა“, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე და 301-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები