მერიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კულტურის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე გაიყიდება, ზუგდიდის თეატრის თანამშრომლები და დასი უზრუნველყოფილი იქნება
შესაბამისი ფართით, რეპეტიციების და სპექტაკლების ჩასატარებლად. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ მანამ, სანამ თეატრის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება, აღნიშნული პირობა აუცილებლად შესრულდება.
რუსთაველის #95-ში მდებარე შენობა, სადაც ამჟამად ზუგდიდის თეატრალური დასის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და სპექტაკლებს იმართება,
პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ქონების საწყისი ღირებულება 3 მილიონი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები