ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლი "ჩელა" ფოლკლორის ფესტივალზე დაჯილდოვდა
რუსთაველის თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ჩელას" მომღერალთა გუნდი გამარჯვებულთა შორის დასახელდა.
ჯილდო ანსამბლის ლოტბარს ბუბა სორდიას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ გადასცეს.
ხალხური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების და ტრადიციული გალობის კატეგორიებში გამარჯვებულებმა მედლები და სიგელები მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები