ზუგდიდის ინფექციურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, განაცდურს აუნაზღაურებენ - TI
პირს, რომელიც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან ზაფხულში გაათავისუფლეს, კლინიკა განაცდურს აუნაზღაურებს და სამსახურში დააბრუნებს.
ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს. სწორედ ორგანიზაციის იურისტი ვიქტორ კვიტატიანი იცავდა უსაფრთხოების თანამშრომლის ბაჩანა ხვიტიას უფლებებს.
"ჩვენ მიერ დაწყებული შრომითი დავა მორიგებით სასამართლო სხდომამდე დასრულდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საავადმყოფომ გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო და განაცდური 1200 ლარის ოდენობით უნდა აანაზღაუროს", - გვითხრა იურისტმა.
მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ძველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას არ გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები