ზუგდიდში, პირველი მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.
ხანძარი ორსართულიან სახლში დღეს დილით
გაჩნდა. ოჯახის წევრებმა, რომლებიც აქ ქირით ცხოვრობდნენ, გარეთ გასვლა მოახერხეს, თუმცა თითქმის მთლიანი შენობა დაწვა და ვერც ნივთების გადარჩენა მოხერხდა.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები