ნარკოდანაშაულისთვის სამეგრელოში 5 პირი დააკავეს, მათგან რამდენიმე ნარკორეალიზატორია
პოლიციამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ნარკორეალიზატორები დააკავეს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორისაა ზუგდიდიც.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში, ჯამში 5 პირია დაკავებული, მათგან უმეტესობა ნარკორეალიზატორია.
დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", "კოკაინი", "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", "ექსტაზი", "მეტადონი", "კეტამინი", "ლირიკა", "ოპიუმი" და "მარიხუანა".
მასალის გამოყენების პირობები