სააკაშვილის სასამართლო სხდომიდან ფოთის საკრებულოს დეპუტატი გააძევეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო დარბაზიდან, სადაც მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს, ფოთის საკრებულოს წევრი ენმ-დან დარეჯან ცხვიტარია გააძევა და დააჯარიმა.
რეპლიკები ცხვიტარიას მხრიდან მას შემდეგ გაისმა, რაც მოსამართლემ თქვა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს პროცესზე ჩართვის შესაძლებლობას აღარ მისცემდა, თუ ის უკრაინულის ნაცვლად ქართულად არ ისაუბრებდა.
მოსამართლემ დეპუტატი 200 ლარითაც დააჯარიმა.
მასალის გამოყენების პირობები