ხობში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.
შემთხვევა, რომელსაც წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, გუშინ მოხდა. სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამავე ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები