ზუგდიდში, ტიტულოვანი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის კომპოზიციური ქანდაკების დადგმა იგეგმება.
ამის შესახებ ზუგდიდის ბიუჯეტის განხილვისას გახდა ცნობილი. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოები მალევე დაიწყება.
ინიციატივით მერიას საზოგადოება "ზუგდიდელის" წევრებმა მიმართეს.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წელს ზუგდიდში დაიბადა. ის საერთაშორისო დიდოსტატია ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78 წლებში, თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92 წლებში.
მასალის გამოყენების პირობები