სასწავლო ცენტრ
"ჯი-ელ -სის" ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეებმა სასაჩუქრე კალათები ორ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს და დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცეს.
"ძალიან დიდი ბედნიერებაა უყურო ბავშვების გაბრწყინებულ, განათებულ და ბედნიერ თვალებს, მიხარია რომ სკოლამ შეძლო და გაახარა რამდენიმე ოჯახი, ვისაც თანადგომა სჭირდებოდა’", - ამბობს "ჯი-ელ-სის'' სკოლის თვითმართველობის პრეზიდენტი ნიაკო ვეკუა.
მათივე თქმით, ზუგდიდის "ჯი-ელ-სის" განყოფილების მოსწავლეები ტრადიციულად ყოველ ახალ წელს და აღდგომას აგროვებენ სასაჩუქრე კალათას მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახებისთის.
მასალის გამოყენების პირობები