უკრაინაში , რუსეთის მხრეს მებრძოლი ერთ - ერთი აფხაზი მოხალისის ცხედრის ბრძოლის ველიდან გაყვანა მოხერხდა. ინფორმაციას
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. ავდეევკასთან სამი აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
გამოცემა "აფსნიპრესის" თანახმად, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" ხელმძღვანელს, ლევ კვიცინიას დონბასიდან სამი ცხედრის გადმოსვენების ორგანიზება დაავალა. "მინისტრის" ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, მძიმედ დაჭრილთა შორის აფხაზი მოხალიესეები არ არიან".
ამავე ცნობით, დაღუპულები "პიატნაშკას" ბატალიონში ირიცხებოდნენ.
გუშივე ტელეგრამ არხი Абхазия центр ავრცელებდა ინფორმაციას 4 აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ.
მანამდე უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 მოხალისე დაიღუპა: გალის მცხოვრები ბესო ტაბაღუა, ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე და ლორან სმირი.
მასალის გამოყენების პირობები