აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა სოხუმში დიმიტრი წვიჟბას ცხედარი ჩამოასვენეს. 32 წლის აფხაზი მოხალისე უკრაინაში, რუსეთის მხარეს იბრძოდა და დონბასში დაიღუპა.
"საგანგებოს" თანახმად 30 დეკემბერს უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი ერთ - ერთი აფხაზი მოხალისის ცხედრის ბრძოლის ველიდან გაყვანა მოხერხდა.
მანამდე, აფხაზური მედია დონბასში სამი აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. ამავე ცნობით, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" ხელმძღვანელს, ლევ კვიცინიას დონბასიდან ცხედრების გადმოსვენების ორგანიზება დაავალა.
29 დეკემბერს ტელეგრამ არხი Абхазия центр იტყობინებოდა 4 აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ. მათივე ცნობით, ისინი "პიატნაშკას" ბატალიონში ირიცხებოდნენ.
უფრო ადრე, უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 მოხალისე დაიღუპა: გალის მცხოვრები - ბესო ტაბაღუა, ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე და ლორან სმირი.
მასალის გამოყენების პირობები