მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია ხვალ ზუგდიდშიც გაიმართება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილ აქციებს ზუგდიდშიც შეუერთდებიან.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე, 18 საათიდან დაიწყება. ინფორმაციას პარლამენტის წევრი, ანა წითლიძე ავრცელებს.
მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ ხელისუფლებას ენმ-ის წევრებთან ერთად რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები მოუწოდებენ. ამასთან, საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები