ზუგდიდის სკეიტ-პარკის მიმდებარედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის ლიდერი ნიკა მელიაც ესწრება.
ადგილზე შეკრებილები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და მათი მხარდამჭერები. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ასე გადარჩეს მისი სიცოცხლე.
ზუგდიდის მსგავსად აქციები საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.
მოთხოვნას საზღვარგარეთ მყოფი ქართველები სხვადასხვა ქვეყნებში შეკრებით უერთდებიან.
მასალის გამოყენების პირობები