ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12 იანვრიდან მუსიკალური სპექტაკლი "კატოს ნატვრა" გაიმართება.
თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, წარმოდგენა საინტერესო იქნება როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრული მაყურებლისთვის.
"ჯადოსნური ისტორია, რომელიც პატარა კატოს გარშემო ვითარდება, თანამედროვე ოჯახების პრობლემას - ურთიერთობების უკმარისობას ეხმიანება. კატოსთვის ვერავინ იცლის, მას ხომ მხოლოდ ყურადღება და თამაში უნდა. ამიტომ ჯადოსნურ ღამეს ჩათქმული ნატვრა - "მეტი ყურადღება გამოიჩინონ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ" ჯადოსნურ რეალობად იქცევა. კატო შეხვდება დროს, ბავშვობას, შიშს, საიდუმლოებას, ღამეს, დედობრივ სიყვარულს და მათთან ერთად ცხოვრების პატარ-პატარა საიდუმლოებებს შეიცნობს.
იმოგზაურეთ კატოსთან ერთად და თქვენც ჩაუთქვით სურვილები, იმიტომ, რომ თუკი გულით გწამს, ნატვრა აუცილებლად აგიხდება!", - ვკითხულობთ გავრცელებულ ანონსში.
2023 წელი ზუგდიდის თეატრისთვის 155-ე, საიუბილეო წელია.
მასალის გამოყენების პირობები