7 - 8 იანვარს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 - 8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
სააგენტოს ცნობით, ნავარაუდებია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. მათივე ცნობით მოსალოდნელია საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.
ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მასალის გამოყენების პირობები