უცნობია, გაიმართება თუ არა საშობაო ალილოს მსვლელობა ზუგდიდში
ზუგდიდში ხვალ, 7 იანვარს საშობაო ალილოს მსვლელობა, შესაძლოა, არ შედგეს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, ალილოს მსვლელობა იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ძლიერად არ იწვიმებს. ამ შემთხვევაში ქრისტეშობის დილას მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყება და ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში პარაკლისით დასრულდება. გზადაგზა კი, ტრადიციულად, სოციალურად დაუცველებისთვის ნობათი შეგროვდება.
წვიმის შემთხვევაში ხვალ მსვლელობის ნაცვლად ადგილობრივი სამღვდელოება პარაკლისს გადაიხდის.
გარდა ამისა, რადიო „ათინათს“ ეპარქიაში უთხრეს, რომ საშობაო ღამისთევის წირვას არ დაესწრება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, რომელიც საღვთო ლიტურგიაში თბილისში, პატრიარქთან ერთან მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები