მოსკოვში, რესტორან "თბილისოში" მოკლული მზარეული ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგანადაა.
50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანამშრომელმა ქალმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, დაღუპულ მამაკაცს სამშობლოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჩამოასვენებენ. მამაკაცი რესტორანში მზარეულად მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები