სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამეგრელოს მასშტაბით რამდენიმე მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
"რეგიონში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, თუმცა, ძლიერი ქარის გამო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება", - გვითხრეს კომპანიის პრესცენტრში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას ეტაპობრივად აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები