ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მათივე თქმით, შენობა სრულად დაიწვა და ოჯახმა ნივთების გამოტანა ვერ მოასწრო.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აწარმოებდა.
მერიის ცნობით, დაზარალებულ ოჯახს ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევენ. ამასთან მერია მათ ბინის ქირით უზრუნველყოფს და სამასალე მორების მიღებაზე შუამდგომლობას გაუწევს.
მასალის გამოყენების პირობები