სოხუმში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სოხუმის სასამართლოს ვებ-გვერდზეა
გამოქვეყნებული. ამავე ცნობით, ავტომობილის მძღოლს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
აფხაზური მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი მგზავრი, დიზაინერი, ბრენდ KamuChi-ს დამფუძნებელი კამა წვიჟბა, მეორე კი დაშავდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამჟამად ბრალდებული მრავლობითი დაზიანებებით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები