რეგიონი
სტიქიის მესამე დღის შედეგები სამეგრელოში - აბაშაში ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო
წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების ოჯახს ქარმა სახურავი გადახადა, იყო სახლის დანგრევის საფრთხეც. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ისაუბრა. მისივე თქმით, აბაშის მერთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება და ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს.

გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის მუნიციპალურ სამსახურებს. როგორც მან აღნიშნა, წუხანდელი ღამე იყო მძიმე და ძლიერმა ქარმა დააზიანა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და კერძო საკუთრება.

"პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავუხადო უამრავ ადამიანს, რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს, იმისთვის რომ სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, "ენერგო-პროს", "სოკარის" ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს. რაც შეეხება გასულ ღამეს, ის არ იყოს ჩვენთვის მარტივი, უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები, რა რაოდენობის ზარალი მოგვაყენა ამ სტიქიამ. სტიქიურმა მოვლენებმა მუნიციპალიტეტებში გამოიწვია სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. "ენერგო-პროს" ჯგუფების მიერ მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა'', - თქვა გიორგი გუგუჩიამ.

გუბერნატორმა ყველას მოუწოდა გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და თუ დასჭირდებათ დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.