"აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა" - წარწერა ზუგდიდელი ფეხბურთელის მაისურზე
ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში გატანილი გოლის აღსანიშნავად წარმოშობით
ზუგდიდელმა ლევან კუტალიამ გამოაჩინა მაისური, წარწერით "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა". შესაბამისი ფოტო მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
ქართველი შემტევისთვის ეს ისრაელში გატანილი მეხუთე გოლია. "ნეს ციონას" ფორვარდმა საკუთარი გუნდი წაგებისგან იხსნა.
მასალის გამოყენების პირობები