ენგურზე ე.წ. მებაჟეებმა 24 ბოთლი "ნაბეღლავი" კონტრაბანდის სახით ამოიღეს
ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ - პუნქტზე აფხაზმა მებაჟეებმა "ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია" ამოიღეს, წერს სააგენტო "აფხაზია ინფორმ " აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით.
ინფორმაციის თანახმად, საუბარია 24 ბოთლ ბოთლ "ნაბეღლავზე", რომელიც "კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს" თანამშრომლებმა სამეგრელოდან აფხაზეთის მიმართულებით მიმავალი მგზავრის ხელბარგის შემოწმებისას ამოიღეს.
გამოცემის ცნობით, საუბარია "შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რაზეც მასალები საბაჟო კომიტეტის მოკვლევისა და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა".
მასალის გამოყენების პირობები