ზუგდიდსა და წალენჯიხაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატები იმყოფებოდნენ.
კონკურენტი თანაპარტიელები საკუთარ მხარდამჭერებს სამეგრელოში შეხვდნენ.
ზუგდიდში ამომრჩევლებსა და თანაგუნდელებს ნიკა მელია შეხვდა, მათ საკუთარი პოზიცია და გეგმები გააცნო და შეკითხვებსაც უპასუხა.
რაც შეეხება წალენჯიხას, აქ შეხვედრა ლევან ხაბეიშვილმა გამართა. კანდიდატს თან ახლდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. ის ასევე წალენჯიხის მერს გია ხარჩილავას შეხვდა.
მანამდე ორი ბრიფინგი გაიმართა ენმ-ს ზუგდიდის ორგნიზაციის ოფისში. თავდაპირველად საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ თემურ ბასილაიამ და ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარემ მაია კალანდიამ ჟურნალისტებს თანაპარტიელებთან და მხარდამჭერებთან ერთად უთხრეს, რომ მხარს ნიკა მელიას
უჭერენ. მოგვიანებით კი საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ
ლევან კონჯარიამ პარტიის რამდენიმე სხვა წევრთან ერთად საჯარო მხარდაჭერა ლევან ხაბეიშვილს გამოუცხადა.
არცერთი კანდიდატის მხარდასაჭერად ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, პარლამენტის დეპუტატსა და ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ანა წითლიძეს.
ენმ - ში პარტიის თავმდჯომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები