ახალი ამბები
გალში "ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული თაკალანძის ადვოკატი - საქმეში არ დევს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები
გალის რაიონში "ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძის ადვოკატის ავთანდილ ჭკადუას განცხადებით, "საქმეში არ დევს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფს, კანონსაწინააღმდეგო ქმედება  არ ჩაუდენია, არ აგროვებდა არავითარ ინფორმაციას, არ გადასცემდა სხვა უცხო სახელმწიფოს, მას ჯაშუშობის ბრალდება უკანონოდ წაუყენეს". ამის შესახებ ის რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში ამბობს. მისივე ინფრომაციით, 26 იანვარს ე.წ. სასამართლოს მორიგი სხდომაა ჩანიშნული.

"სასამართლო გამოძიების პროცესში სიმართლე დადგინდება და დაცვის მხარე მოელის, რომ ვერავინ დაადასტურებს, რომ მან "ჯაშუშობის" მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა", - აღნიშნა ჭკადუამ.

ადვოკათის თქმით, თაკალანძის საპატიმრო პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამყოფილებელია. სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ჟურნალისტებს სასამართლო განხილვების დასრულებამდე თავიანთი აზრის გამოთქმის და საქმის მასალების გამოქვეყნების უფლება არ აქვთ. მისივე ინფორმაციით, პროცესს აფხაზი ომბუდმსენი ასიდა შაკრილი ესწრებოდა. "სასამართლომ" მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას სასამართლო დარბაზში დასწრების უფლება აქვს, მაგრამ მას განემარტა, რომ სასამართლო განხილვების შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს.

საქართველოს მოქალაქის ქრისტინე თაკალანძის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უზენაესი სასამართლოს" პირველი სხდომა 19 იანვარს დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. 

ე.წ. უშიშროების სამსახურის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის შუამდგომლობით, 2022 წლის 16 სექტემბერს "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძეს სოხუმის "საქალაქო სასამართლომ" წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა.

ე.წ. სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, "თაკალანძე მიზანმიმართულად მოქმედებდა უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით".

თაკალანძეს ბრალად ედება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე პერიოდში "თავისი დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაცია", კერძოდ, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება მაშინვე დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს - ში განაცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.
"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.