THE GUARDIAN-მა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეიყვანა
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" შემტევი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეიყვანა.
ქართველი ფეხბურთელი სიის მე-40 ადგილზეა.
"კვარაცხელიამ ხელი შეუწყო "ნაპოლის" ცხრილის სათავეში ასვლას და გუნდმა შესაძლოა 1990 წლის შემდეგ პირველად მოიპოვოს ჩემპიონობა. მისი მეტსახელი, კვარადონა, ყველაფერს ამბობს", - ვკითხულობთ გამოცემის გვერდზე.
ხვიჩა რეიტინგში ისეთ ცნობილ ფეხბურთელებე მაღლა მოხვდა, როგორიცაა კრიშტიანუ რონალდუ.
მასალის გამოყენების პირობები