ახალი ამბები
რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - სალომე ზურაბიშვილი
რუსეთმა საქართველოს კონტროლქვეშ უნდა დააბრუნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, რომლებზეც 2008 წელს ფაქტობრივად რუსეთის კონტროლი დაწესდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი წააგებს უკრაინაში ომს და მისი დასრულების შემდეგ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც.

"რუსეთი უკვე პრაქტიკულად დამარცხდა ყველა ბრძოლაში, თუ საერთოდ ომში არა. საქართველოს საკითხებიც უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდაზე. რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად გადის მისი საზღვრები", - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთის თანამეგობრობას მოუწოდა, არ დაუშვას დიდი შეცდომა, როგორც ეს 2008 და 2014 წლებში მოხდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსთხოვოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან ჯარების გაყვანა, როგორც უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.