ნაღვალოუს პოლიგონზე აფხაზი სამხედროებისთვის მორიგი სწავლება გაიმართა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ ოჩამჩირეში, ნაღვალოუს პოლიგონზე "სპეციალური ტაქტიკური წვრთნები ჩაატარა", წერს "აფსნიპრესი" უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"სამხედრო მოსამსახურეები საარტილერიო, სატანკო და მოტომსროლელი დანაყოფების ცეცხლის კორექტირების ახალ მეთოდებსა და გზებს ამუშავებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ცნობით, წვრთნებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია აკვირდებოდა.
მანამდე, ნაღვალოუს პოლიგონზე "შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების სრულ განაკვეთზე მყოფი" სნაიპერებისთვის ჩატარდა სწავლება, რომელიც 2023 წლის ზამთრის პერიოდის "საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად", 23 - დან 27 იანვრამდე მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები