უამინდობის გამო მესტიის გზაზე შეზღუდვებია - მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები
გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.
რაც შეეხება უშუალო შეზღუდვებს მესტიის გზაზე, დეპარტამენტის ცნობით, ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ასევე, თავისუფალია ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები