დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ186 (კალა-უშგული)
მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთან, უწყების ცნობით, ხაიში-კალას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
"გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები