"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას "FREE ესებუა". აუცილებლად ველოდებით, იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება.
შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ", - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბადრი ესებუას დაკავებას.
'საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის ბრალდებულს ამ წუთებში მისი უფლებადამცველი ხვდება. იოსებ ჯანაშია ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა. ადვოკატის თქმით, მას ესებუასთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონია და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გარკვეული კითხვები აქვს, რაზეც დღეს ესაუბრება.
ბადრი ესებუა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ ჯიხაშკარში დღეს გამთენიისას აიყვანეს. გამოკითხვაზეა გადაყვანილი ომიანე ჯიქიაც, რომლის სახლშიც იმყოფებოდა ძებნილი.
ამავე თემაზე:
ბოლო წლებია, ჩემი შვილი თვალით არ მინახავს - ბადრი ესებუას მამა
კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს (ფოტო)
მამაკაცი ვის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა
ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შსს ბადრი ესებუას დაკავებას ადასტურებს (ვიდეო)
ბადრი ესებუა დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები